Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ქმნის საზოგადოება განათლების სფეროში დღის წესრიგს?


განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა და მოგვიანებით მინისტრის სტუმრობამ პარლამენტში კვლავ მისცა ბიძგი განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიას.

განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ლაპარაკობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ნაკლებად ან სულ არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში. ერთ-ერთ ასეთ საკითხად თამარ მოსიაშვილი ასახელებს საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმებას: "საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმების გზა არის ბუნდოვანი", - ამბობს ის.

პოლიტიკური პარტიების ინერტულობას განათლებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე თამარ მოსიაშვილი მათი წამოჭრის წამგებიანობით ხსნის.

რა უშლის ხელს საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესს? რატომ არ ისმის ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების ხმა? რატომ სჭირდება დისკუსიის გაღვივებას ხელისუფლების მორიგი ინიციატივა? გამოწვევებს შორის თამარ მოსიაშვილი ასახელებს სკოლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხს. განათლების სპეციალისტის აღნიშნავს, რომ კანონით სკოლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია, თუმცა, სხვადასხვა რეგულაცია ქმნის სკოლაზე პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობას, რაც ყველაზე თვალსაჩინო საარჩევნო პერიოდებშია.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG