Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის


"მნიშვნელოვანია, ქალაქების მაცხოვრებლებს ჰქონდეთ მარტივი წვდომა გამწვანებულ საჯარო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც მსგავსი ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზომოს, არის თანაფარდობა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის." - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეეხება. საქართველო ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ ქალაქებს.

საქართველოში ტერიტორიის გამწვანება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, გამწვანებულ სივრცეებზე მოქალაქეთა სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები გადადგმული არ არის.

მაგალითად, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე არ განსაზღვრულა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით აუცილებელია, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განისაზღვროს მწვანე საფარის ფართობსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული უტყუარი თანაფარდობა; შეფასდეს ამ კუთხით არსებული გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევები; მათი მხედველობაში მიღებით, განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი და დაიგეგმოს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები საკმარისი და ხელმისაწვდომი მწვანე სივრცეების მოწყობის მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG