Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური არჩევნები საქართველოში

  • ცესკო ადასტურებს, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება;
  • სანდრა რულოვსი: თქვენ მე არ მიცნობთ, შუშის სასახლემდე გავუძღვები ხალხს;
  • ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46,88%;
  • ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სააგრეჯოში - 74,56%, ყველაზე დაბალი - 34,27% თბილისის მთაწმინდის ოლქში;
  • ბიძინა ივანიშვილი: "დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ".
12:38 19.5.2019

12:51 19.5.2019

13:08 19.5.2019

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა ჩვენი კანდიდატების უპირატესობა იქაც დიდია და დიდი ალბათობით პირველ ტურში გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა კმაყოფილება გამოთქვა ამომრჩევლების მაღალი აქტიურობის გამო როგორც მთაწმინდაზე, ასევე სხვა საარჩევნო ოლქებში.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევნით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

13:42 19.5.2019

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG