Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

13:34 22.3.2026

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის წესის აგების მსახურება აღასრულა მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა.

მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

13:21 22.3.2026

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვას ესწრება რუსეთის ფედერაციის კულტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი.

77 წლის შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი - დელეგაციას სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, ბენიამინი (ტუპიეკა) ხელმძღვანელობს.

ის არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი. მათ შორის შეხვედრია ილია მეორეს.

12:36 22.3.2026

სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.


12:08 22.3.2026

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი თბილისში ჩამოვიდა.

ის უკვე მივიდა სამების საკათედრო ტაძარში.

განრიგის თანახმად, 12:15 საათიდან მან წესის აგებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG