ჯანდაცვის მინისტრი: „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი არაა“.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, ვითარება მარტივი არ არის. მისი კომენტარი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა.
მიხეილ სარჯველაძის თანახმად, „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის“. სარჯველაძის ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს ყველა საჭირო ზომის მიღება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი.
17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“. პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს.
საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".
ფორუმი