Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ლაივბლოგი

დღეს, 2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

11:24 17.3.2026

პატრიარქი ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ექიმის კომენტარი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, „ძილის მდგომარეობაში“, მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა. ამას ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროება სისხლდენის კუპირებისთვის ანუ შეჩერებისთვის, პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების დასტაბილურება“, - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.

კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, ექიმი პასუხობს, რომ ილია მეორე „იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია[პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.

11:24 17.3.2026

ექიმის კომენტარი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

11:22 17.3.2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.

ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.

2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

11:22 17.3.2026

ჯანდაცვის მინისტრი: „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი არაა“.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი
მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თანახმად, ვითარება მარტივი არ არის. მისი კომენტარი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა.

მიხეილ სარჯველაძის თანახმად, „ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის“. სარჯველაძის ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს ყველა საჭირო ზომის მიღება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG