რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უდასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთიდან საქართველოში რეანიმატოლოგი ჩამოვა და პატრიარქის ჯანმრთელობის მართვაში ქართველ ექიმებთან ერთად ჩაერთვება.
პაციენტთან უკვე მუშაობს ექიმების ჯგუფი, რომელიც საქართველოს წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომლექტებული.
პარტია „ახალი“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ქართველ ხალხთან ერთად განვიცდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ პატრიარქს“.
პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას დილიდან ეხმაურებიან პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები.
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი აფასებს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას
ექიმების კონსილიუმი, რომელიც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მართავს და აკვირდება, ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგებითაა დაკომპლექტებული.
პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს:
„პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“.
ფორუმი