პენიტენციური სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის სახელით, ადვოკატმა უკვე მიმართა უწყებას, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.
მოქალაქეები დილიდან პატივს მიაგებენ გარდაცვლილ პატრიარქს, ილია მეორეს.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართება, რომელიც მის დაკრძალვამდე 24 საათი ღია იქნება.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
საბჭოს განცხადებით, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეების გამო, უქმდება „კლოჭა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას.
„კლოჭა სარე სალე“ განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს ეზიდები მარტში რამდენიმე დღის მანძილზე, სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო რიტუალით აღნიშნავენ.
ფორუმი