ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრისკენ პატრიარქის ნათლულებმა გამართეს მსვლელობა.
ილია მეორემ 2008 წელს დანერგა „საყოველთაო ნათლობის“ ტრადიცია - ილია მეორე, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილების ნათლია ხდებოდა.
ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ სამების მიმდებარედ 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
თბილისის მერია აცხადებს, რომ მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, მარშურტს შეიცვლიან.
კერძოდ, ისინი საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“.
უკუმიმართულებით მოძრაობისას იგივე მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.
ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც ამავე სქემით გადაადგილდება.
რაც შეეხება #391 ავტობუსის - იგი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს;
#391 ავტობუსი უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გასვენებაში მონაწილეობას სომხეთი უმაღლეს დონეზე მიიღებს.
როგორც ფაშინიანმა დღეს 19 მარტს ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი შეკითხვის პასუხად "მონაწილეობის ფორმატს ახლა განიხილავენ".
შეკითხვაზე, ხომ არ მიაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას უნდა დაესწროს სომხეთის პატრიარქი, ფაშინიანმა უპასუხა, რომ "არ აღიარებს" კტრიჩ ნერსისიანს (გარეგინ II) ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად".
ბოლო პერიოდში სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს ფაშინიანი საერო სახელით მოიხსენებს და გარეგინ II-ს მაგივრად კტრიჩ ნერსისიანს ამბობს.
ფორუმი