Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ლაივბლოგი

დღეს, 2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

13:19

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი და ისინი მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

იგეგმება მედიასთან კომენტარის გაკეთებაც.

13:23

„უცხოეთში გადაყვანა არ იგეგმება“

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ იგეგმება „არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით“.

მისი თქმითვე, ჯერ არც უცხოეთიდან ექიმის ჩამოყვანაზეა საუბარი, თუმცა „საჭიროების შემთხვევაში, უკლებრივ ყველაფერი გაკეთდება“.:

მისი კომენტარიდან გავიგეთ, რომ:

  • კლინიკაში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელები არიან შეკრებილები;
  • ცდილობენ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოუყარონ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ, განსხვავებულ აზრს, რომელიც „საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული“


„იქნებ არსებობდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. აი, ეს არის ჩვენი მცდელობის მიზანი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

13:25

პატრიარქის ჰოსპიტალიზაციას მოკლე პოსტით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს“, - წერს ის ფეისბუკზე.


13:51

კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, პარტია „გახარია-საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ტატა ხვედელიანი მივიდა. ის ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ილია მეორის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მისაღებად იყო მისული.

ტატა ხვედელიანი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“
ტატა ხვედელიანი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG