Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

00:27 18.3.2026

ილია მეორის ცხედარი საპატრიარქოს შენობაში გადაასვენეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ცხედარი უკვე გადმოასვენეს საპატრიარქოს შენობაში.

მან ეს ინფორმაცია 00:12 საათზე დაუდასტურა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

ხვალიდან კი მის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

00:40 18.3.2026

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ეპიფანეს სამძიმარი საქართველოს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე სამძიმარს აქვეყნებს ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, - დაწერა მან.

„ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია“, - განაცხადა მან.

მისი თქმითვე, პატრიარქ ელია II-ეს „განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო“, - ვკითხულობთ მიტროპოლიტი ეპიფანეს განცხადებაში ფეისბუკზე.

00:42 18.3.2026

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, - წერს მუსლიმთა სამმართველო.

00:45 18.3.2026

ისრაელის საელჩოს სამძიმარი

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“, - წერს ისრაელის საელჩო საქართველოში.

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG