Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ

ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ - ლაივბლოგი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ის, თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

11:41

აშშ-ს საელჩოს სამძიმარი ვრცელდება:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - წერს საელჩო.

12:00

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი, და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში გამოხატავენ „ღრმა მწუხარებას“ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, - აცხადებს გაეროს წარმომადგენლობა საქართველოსი.

12:04

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილის ავტორია ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.

„კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე.

მისი სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.

საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, - წერს იგი.

12:09

იტალიის საელჩოს სამძიმარი

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - წერს იტალიის საელჩო საქართველოში.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG