Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

10:59 21.3.2026

შაბათი სამებაში პანაშვიდის ბოლო დღეა - ხალხის ნაკადი კვლავ არ წყდება

შაბათი, 21 მარტი სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის ბოლო დღეა.

პანაშვიდზე დღეს მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონიდან.

ხალხის ნაკადი მეოთხე დღეა, კვლავ არ წყდება. სამების ტაძარი წუხელ მხოლოდ ერთი საათით დახურეს, რის მიზეზადაც ტაძრის მოწესრიგების აუცილებლობა დასახელდა.

მრევლი რამდენიმე დღე და ღამეა, უწყვეტად დგას რიგში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად.

კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კვირას ხალხს სამებაში მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

22 მარტს რიგით მოქალაქეებს არ შეუშვებენ არც სიონის ტაძარში.

მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.
მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.


11:07 21.3.2026

შაბათ-კვირას თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.

მეტროსადგურებში ჩასულ მოქალაქეებს ტურნიკეტებთან ბარათის გატარება აღარ დასჭირდებათ.

მეტრო დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, დღეიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

11:57 21.3.2026

სამების ტაძარი სავარაუდოდ დილის საათებამდე არ დაიკეტება

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამების საკათედრო ტაძარში დღესაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამოქალაქო პანაშვიდები.

მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმითვე, სავარაუდოდ, ტაძარი დილის 6-7 საათისთვის დაიკეტება, რათა წირვისთვის მოემზადონ, წირვა კი 9 საათზე დაიწყება.

თუმცა მიტროპოლიტი ასევე გვეუბნება, რომ რეგულაციები ყოველ წუთში იცვლება, რადგან სინოდის წევრები ხშირად იკრიბებიან და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე.

კვირა დილიდან, 22 მარტიდან სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

12:45 21.3.2026

კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა CPAC-ის ფორუმზე, სადაც ილია მეორეზე ისაუბრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე დღეს დილას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ორბანმა მას ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და „ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა“.

„შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა“, - წერს ადმინისტრაცია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG