Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის, რაც თქვა პატრიარქმა 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეში


  • ნეტარების ღირსნი ხდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ;
  • ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად;
  • ათეისტები აქტიურად ეწევიან თავაშვებულების პროპაგანდას;
  • თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან;
  • ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას...

ეს მხოლოდ რამდენიმე ამონარიდია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლედან.სინანული, ეგოიზმი, ნათლობა, ათეიზმი, სიყვარული, თაობათა შორის ურთიერთობა, ქვეყნის ისტორიის ცოდნა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ილია მეორემ წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში გაამახვილა ყურადღება.

სინანულზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეპისტოლეში წერს, რომ „ნეტარების ღირსნი ხდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის სათადრიგო ნაყოფი“.

ხოლო მათ, ვისაც დანაშაული მოუნანიებელი დარჩება, დაუსრულებელი ტანჯვა ელით, როგორც მათი ნებაყოფლობითი არასწორი არჩევანისა და მოქმედების შედეგი“.

ნათლობაზე

პატრიარქი წერს, რომ ნათლობით წესის აღსრულებით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. თუმცა:

ნათლობა არ არის საკმარისი ჩვენს გადასარჩენად და შემოქმედთან აღდგენილი კავშირის შესანარჩუნებლად“ - წერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

მითუმეტეს დღეს, როდესაც განსაკუთრებით დამძიმდა დრო და ჩვენი ცოდვებიც, აუცილებელია მაცხოვრის მიერ ბოძებული ასევე უდიდესი საიდუმლოც სინანულისა, რომლის მადლითაც უფალი შეიწირავს რა ჩვენს გულწრფელ აღსარებას, ღირსგვყოფს დაუსჯელად მივიღოთ წმინდა ზიარება და ცოდვებიც აღგვეხოცოს“.

ათეიზმზე

ეპისტოლეში პატრიარქი შენიშნავს, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც ღმერთის არსებობს უარყოფდნენ. ისინი, ვინც შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო“.

ათეისტური სულისკვეთების მქონე ადამიანებმა:

არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, - სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა, ,,,განწმენდა-კათარზისი, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობაან ,,,სინანულის განცდა“. რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები“.

პატრიარქი წერს, რომ ათეისტური ტალღა მთელ მსოფლიოში გაძლიერდა და მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა.

ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი ,,სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანებისსახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც. ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე“.

ეპისტოლეში ვკითხულობთ, რომ ათეისტები აქტიურად ეწევიან თავაშვებულების პროპაგანდას და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.

სიყვარულზე

სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი, - წერს პატრიარქი.

ხოლო თუ ადამიანის ქმედებას თან ახლავს შიში, ან სხვა რაიმე ზეწოლა, ანგარება, პირფერობა ან ეგოისტური გამოვლინებები, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი“.

ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა. სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის“, - ვკითხულობთ სააღდგომო ეპისტოლეში.

ეგოიზმზე

ღმერთის სიყვარული ჩვენი ,,მეს’’ ბატონობისაგან გათავისუფლებას, საკუთარ თავზე ორიენტირებულობის რადიკალურად შეცვლას და ამაში სიხარულისა და ბედნიერების პოვნას.

ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობადა ..

თაობათა შორის ურთიერთობაზე

ეპისტოლეში წერია, რომ ეს ურთიერთობა ყოველთვის შეიცავდა სირთულეებს. უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს კი მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.

თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია.“.

უფროსების ვალია, წერს პატრიარქი, ახალგაზრდების შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. ილია მოერე წერს, რომ თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ - „ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა“.

სამშობლოს სიყვარულსა და მისი ისტორიის ცოდნაზე

სამშობლოსადმი მიმართ დამოკიდებულებაზე სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი წერს,რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება:

ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან“, - წერს ილია მეორე.

ეპისტოლეში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა. სახელმწიფოსთვის კი - სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. ეს ცოდნაა გამომწვევი ისეთი გრძნობებისა, როგორიც არის იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.

საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (. ბაირონი), ,,სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (. ფრანსი)“, - წერია სააღდგომო ეპისტოლეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG