Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებისგან” განსხვავებით არ გვიყვარს გაყალბება - ინტერვიუ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან


გადმოწერა

ქართველი ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა 2024 წლის მიწურულს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების ჯანმრთელობის გართულებების შესახებ მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, რომელსაც BBC იყენებს ქართული პროტესტის ერთი წლის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ საგამოძიებო ფილმში.

ამ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა სამხედრო დანიშნულების ტოქსიკური ნივთიერება, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“.

BBC-ის ფილმის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სუს-მა გამოძიება დაიწყო, მეორე დღეს კი გამოკითხვაზე დაიბარა როგორც სამეცნიერო კვლევის ავტორი ექიმები, ასევე აქციის ის მონაწილეები, ვინც მათ კვლევაში მიიღო მონაწილეობა.

ინტერვიუს ჩაწერიდან ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, 2 დეკემბრის საღამოს სუს-მა სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილი - რადიო თავისუფლებასთან 1 დეკემბერს ჩაწერილ ინტერვიუში ის საუბრობს კვლევაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG