პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
გამოძიების პროცესში 36 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ, ბოლო დრომდე გაუხმაურებელ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2022 წელს მოხდა ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში და სადაც მოკლული ასევე საქართველოს მოქალაქე იყო.
მანანა კობახიძემ სარჩელის განხილვისგან თავის არიდება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სასამართლოს ყველა მოსამართლეს, ანუ პლენუმს უნდა განეხილა.
სიმღერები ადამიანების გულებთან და გონებასთან უფრო ადვილად აღწევს, ვიდრე, უკვე გაცვეთილი სიტყვები სატელევიზიო პროპაგანდისტული გადაცემებიდან - ამბობენ მკვლევრები და ხაზს უსვამენ, რომ რუსული პროპაგანდის ახალი იარაღი დასავლური ხელსაწყოებით იქმნება და დასავლურ პლატფორმებზე მარტივად ვრცელდება.
თბილისის ქუჩებში, სადაც კედლებზე ეროვნული გმირების გამოსახულებებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო და ანტისაოკუპაციო წარწერების გაჩენა-წაშლას ვაკვირდებოდი, ამ გაზაფხულზე ყურადღება ჯერ ერთმა წარწერამ, შემდეგ კი, ერთი შეხედვით, შემთხვევითი რიცხვების კომბინაციებმა და აბრევიატურებმა მიიპყრო.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
მტკიცებულება, რომ მსგავსი მონაცემები უცხო ქვეყნის აქტორებს გადაეცემა, არ არსებობს, თუმცა ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ტექნოლოგიის შესაძლებლობიდან და მისი ქსელური არქიტექტურიდან გამომდინარე რისკებზე მიუთითებენ.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ბოლო 5 წლის მონაცემების ანალიზი რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას კვეთს.
შსს რუსული პროგრამის განახლებას 2017 წელს ბათუმში რეგისტრირებული ქართული კომპანიისგან ყიდულობს - შპს „საექსპერტო სისტემები" საქართველოში IKAR Lab 3 Complex-ის ექსკლუზიური და ერთადერთი დისტრიბუტორის სტატუსის დასტურად წარადგენს რუსული კომპანიის ხელმძღვანელის, დმიტრი დირმოვსკის ხელმოწერილ დოკუმენტს.
ამ სტატიაში, ღია წყაროებში არსებული ფაქტების ქრონოლოგიაზე დაყრდნობით, გიყვებით, როგორ მივიდა საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ისტორიის 5-დღიან ომად ცნობილ ეპიზოდამდე - იმას, რაც 2008 წლის აგვისტოს პირველ 15 დღემდე ხდებოდა.
ამ სტატიაში ღია წყაროებზე, სახელმწიფოს კონტრაქტორებთან საუბრებსა და ყოფილი საჯარო მოხელეების მონათხრობებზე დაყრდნობით გიყვებით, რა პროგრამებს, აღჭურვილობასა და მეთოდებს იყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებები თვალთვალისთვის და მოქალაქეების რა მონაცემები ინახება საინფორმაციო ბაზებში.
რადიო თავისუფლება წელს თბილისის შემოგარენსა და ქვემო ქართლში დააკვირდა თასუას მსვლელობებს. ამ სტატიაში გიყვებით, რა ვნახეთ და რა მოვისმინეთ.
"იანდექსის" ელექტროსკუტერები რუსეთისა და საქართველოს გარდა, სულ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეთ, დიდწილად რუსეთის გავლენის არეალებში: ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთში.
ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება. გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.
20 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა განრიგში “ტროტუარის საქმეებზე” 5 სხდომა იყო ჩანიშნული - სანამ და თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ საქმეებს არ შეიტანს დემონსტრანტების წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ “ტროტუარის პროცესების” პირველი ტალღა ამ დღეს დასრულდა.
“დემოგრაფიული პრობლემები დამახასიათებელია ბევრი სახელმწიფოსთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.
მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა ნაურუს სახელით მიეღო, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ.
ამ სტატიაში, ერთი მხრივ, შეგახედებთ ჟურნალისტების შიდა სამზარეულოში და გაჩვენებთ, რა გზას გავდივართ, სანამ ამბებს მოგიყვებით, მეორე მხრივ კი, აღვწერთ გარემოს, რომელშიც თითქმის სრულად არის ჩაკეტილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების ტრადიციული გზები.
გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგია ისიც, რომ ერთხელ სამართალდამრღვევად ცნობილ პირს რიგ შემთხვევაში, განმეორებითი სამართალდამრღვევის შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება - ეს წესი პრაქტიკაში უკვე გამოიყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ.
“ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ”, - წერს 3 აპრილს ფეისბუკზე ირანის ელჩი საქართველოში, ალი სეიდ მოჯანი.
ჩამოტვირთე მეტი