Accessibility links

კონტრაქცია „უკვდავი პოლკის“ წინააღმდეგ


უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ვაკის პარკში. თბილისი, 9 მაისი 2016წ.

9 მაისს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიუკვდავი პოლკისმსვლელობა იგეგმება. აქტივისტები გეგმავენ კონტრაქციას.

„უკვდავი პოლკის“ პროექტი რუსულია, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ტარდება. საქართველოში პირველად 2017 წელს გამოჩნდა. „უკვდავი პოლკის“ იდეაა 9 მაისს ხალხი იმ ახლობლების, წინაპრების ფოტოებით გამოვიდეს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ.

9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებლად „საქართველოს უკვდავმა პოლკმა“ Вова Prime-ის სიმღერა „სსრკ“ გამოიყენა, რომელშიც უხვადაა ნოსტალგიური მოტივები საბჭოთა კავშირის მიმართ.

მსვლელობამ, რომელიც 9 მაისს უნდა გაიმართოს, უკვე გამოიწვია პროტესტი საზოგადოების ერთ ნაწილში. ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტია“ აპირებს 9 მაისს თავადაც გამართოს აქცია, სახელწოდებით „ არა პუტინის მარშს“.

ანა ჭარხალაშვილი
ანა ჭარხალაშვილი

„იქ საერთაშორისო მედიაც იქნება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არ შეეგუება რუსულ პროპაგანდას. მენტალური ოკუპაცია უფრო მეტია დღეს ჩვენთან, ვიდრე ფიზიკური. ვაკის პარკში დავხვდებით საყვირებით, დოლებით, პლაკატებით და მშვიდობიანი აქცია გვექნება. თუგეორგიევსკისლენტს დავინახავთ, პატრულს დავუძახებთ. ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა სრულდებოდეს“, - ამბობს ანა ჭარხალაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „რუსეთი ოკუპანტია“.

„უკვდავი პოლკის“ ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ორგანიზაცია არაკომერციული და აპოლიტიკურია, მაგრამ წარმომადგენლები ორგანიზაციისა „რუსეთი ოკუპანტია“ აცხადებენ, რომ ის კრემლისგან ფინანსდება და, ამასთან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცაკლე ქვეყნებად მოიხსენიებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს. ამიტომ ისინი 8 მაისს შეამკობენ გვირგვინით უცნობი ჯარისკაცის საფლავს ვაკის პარკში.

კაპიტულაცია მოხდა ევროპის დროით 8 მაისს, 11 საათზე, როცა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო. ევროპა 8 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და, ვფიქრობთ, თუ ევროპის ნაწილი ვართ, ჩვენც 8 მაისს უნდა ვიზეიმოთ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ დოლიძე.

აქციას საზოგადოების სხვა წევრებიც უერთდებიან. შესაძლებელია კონტრაქცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG