Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსისგან თავდაცვა: ზედმეტი ხომ არ მომდის?


ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ადამიანები ამ უჩინარი საფრთხისგან თავს სხვადასხვა მეთოდით იცავენ; ზოგი შინ მიტანილ პროდუქტს სპირტში ავლებს, ზოგი საპნით რეცხავს და ზოგიც ქიმიური საშუალებებით გამალებით წმენდს სახლში არსებულ ყველა ზედაპირს. რამდენად მართებულია ამ ფორმით დეზინფექციის ჩატარება და როგორ უნდა დავიცვათ თავი უჩინარ ვირუსთან ყოველდღიურ ბრძოლაში?

ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, დავით ზარნაძეს მიმართა.

„თუ პატარა ბავშვები არიან სახლში, რომლებიც ძირს ხოხავენ, შიდა ტერიტორიის დასუფთავებისას არ არის სასურველი ქლორის შემცველი ხსნარის გამოყენება..."


„რა თქმა უნდა ხელების ხშირი დაბანა რომ აუცილებელია ამაზე აღარ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ანტიბაქტერიული საპნით ხილ-ბოსტნეულის გარეცხვას, რეალურად ეს საჭირო არ არის და საკმარისია მისი

გამდინარე წყლით გარეცხვა. თუ ძალიან დაბინძურებული პროდუქტი შესაძლებელია ჩვეულებრივი საპნის გამოყენებაც, თუმცა საყურადღებოა, რომ ისიც კარგად მოსცილდეს პროდუქტს, თორემ შეიძლება დიარეა ან სხვა პრობლემა გამოიწვიოს და ცალკე შიშის მიზეზი გახდება, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი გამოუვლინდა ადამიანს.

  • ქლორის შემცველი ან სხვა ქიმიური საშუალების გამოყენებით დაუშვებელია საკვები პროდუქტების დამუშავება.
  • ახლა მოდაში შემოვიდა უმი ხორცისა და უმი თევზეულის მირთმევა, ამას უნდა მოვერიდოთ. არა კორონავირუსის, არამედ პარაზიტების, მარტივი ენით რომ ვთქვათ ჭიების გამოც. ასე რომ, ჯობს თერმულად კარგად დამუშავებული პროდუქტი მივიღოთ.
  • რაც შეეხება სამომხმარებლო პროდუქტის შეფუთვისთვის დეზინფექციის გაკეთებას, ეს ზედმეტი შიშით გამოწვეული ქცევაა, თუკი არსებობს ეჭვი რომ შეიძლება პროდუქტის ზედაპირი იყოს ვირუსის გავრცელების წყარო ასეთ დროს შეფუთვის მოცილების შემდეგ, საკვების შეხებამდე საკმარისია ხელების დაბანა.
  • ჯერ დარწმუნებით ისიც უცნობია რამდენ ხანს ძლებს ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე.
  • ანტიბაქტერიული საპონი კი ვირუსს არ კლავს ის ბაქტერიებზე მოქმედებს, უბრალოდ საპონი ეხმარება, რომ შებოჭოს და წყალი რახან მძიმეა მისი მეშვეობით ჩამოირეცხოს.“- ამბობს დავით ზარნაძე

მისი თქმით, სახლში მისვლისას მნიშვნელოვანია ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომ ქუჩიდან შემოსვლისას იგივე ფეხსაცმლით არ იაროს ადამიანმა, სახლში მისულმა მაშინვე გამოიცვალოს ტანსაცმელი და დაიბანოს ხელები. დეზინფექციისთვის კი სახლის ზღურბლთან არსებულ ხალიჩაზე, საფენზე ქლორის შემცველი ან სხვა ტიპის სადეზინფექციო საშუალება დაასხას.

„თუ პატარა ბავშვები არიან სახლში, რომლებიც ძირს ხოხავენ, შიდა ტერიტორიის დასუფთავებისას არ არის სასურველი ქლორის შემცველი ხსნარის გამოყენება და შეიძლება აქტივირებული ჟანგბადის შემცველი ან რაიმე სხვა სახის სარეცხი საშუალებები გამოიყენოთ.

ასეთი ზედმეტი ნერვიულობით კი ადამიანს შეიძლება არ დაემართოს კორონავირუსი, მაგრამ ფსიქოზით დაავადდეს.„ - ამბობს დავით ზარნაძე.

რას ამბობს NCDC და WHO

კორონავირუსი

ინფორმაცია, რომელსაც სტატიის შემდეგი ნაწილის წაკითხვამდე უნდა გაეცნო:

  • Covid- 19 (Coronavirus Disease 2019) არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს SARS-CoV 2
  • SARS-CoV 2 (Severe acute respiratory syndrome coronavirus2) ანუ, „მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2“ - თავდაპირველად ცნობილი, როგორც „2019- ახალი კორონავირუსი“ (2019- nCoV)


ვინაიდან კონკრეტულად ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც გასცემს რეკომენდაციას სხვა კორონავირუსებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით. მაგალითად - (SARS-CoV) გარემოში ძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო MERS-CoV-ი ოთახის 20 °C ტემპერატურაზე 48 საათზე მეტხანს.

ვინაიდან ვირუსის გარემოში სიცოცხლისუნარიანობა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, SARS-CoV-2–ით იგივე 2019 nCoV- ით, ახალი კორონავირუსით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, NCDC-ის რეკომენდაციით, ხელახლა გამოყენებამდე უნდა გაიწმინდოს, ანტიმიკრობული (სადეზინფექციო) საშუალებებით, რომლებიც ეფექტურია კორონავირუსების წინააღმდეგ.

მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, წყლით და საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით დასუფთავების ჩატარება და საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება პროფილაქტიკური დასუფთავების ჩასატარებლად საკმარისია.

კორონავირუსთა საბრძოლველად განკუთვნილი ანტიმკრობული საშუალებების სია კი ასეთია:

(პროცენტული შემცველობა იხილეთ ბმულზე)

  • ეთანოლი
  • ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
  • პოვიდონ-იოდი
  • გლუტარალდეჰიდი
  • იზოპროპანოლი
  • ბანზალკონიუმის ქლორიდი
  • ნატრიუმის ქლორიდი
  • ფორმალდეჰიდი

სადეზინფექციო ხსნარის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG