Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:17 11.3.2020

„პანდემიის გამოცხადება სიახლე არ იყო, ამას ველოდებოდით. დაახლოებით ორი კვირის წინ მათ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხე მეტი

21:01 11.3.2020

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიუსი. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის ინფექცია შეიძლება პანდემიად იქნეს განხილული“, თქვა მან.

ღებრეიეუსის თქმით, „WHO ღრმად არის შეშფოთებული დაავადების გავრცელებისა და სიმწვავის დონით და უმოქმედობის საგანგაშო დონით“.

20:26 11.3.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ლუგარის ცენტრში 11 მარტს 39 ნიმუში შემოწმდა და 38 შემთხვევაში გამოკვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

19:59 11.3.2020

შვიდ პაციენტს, რომლებიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორისაა 2 წლის ბავშვი. ის მშობლებთან ერთად, იტალიაში იმყოფებოდა.

პაციენტები ამ დრომდე ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილი 97 მგზავრი კი საკარანტინო პერიოდს წყალტუბოში გაივლის. მოქალაქეები წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

​
XS
SM
MD
LG