Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:40 23.3.2020

კორონავირუსი: სწრაფმა ტესტებმა დაიგვიანა?

შეძლებს თუ ვერა ყველა მსურველი კორონავირუსის აღმომჩენი იმ სწრაფი ტესტებით სარგებლობას, რომლებსაც სახელმწიფო შემოიტანს? პასუხია - ვერა. ტესტირება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტების პირველ პარტიას სახელმწიფო 24 მარტს ელოდება. მსგავსი მოლოდინი არ გამართლდა გასულ კვირაში.

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების შემოტანა ქვეყანაში? რას გვეუბნება მსოფლიოს გამოცდილება ასეთი ტესტირების შედეგების შესახებ? აქვთ თუ არა უფლება ანდა შესაძლებლობა კერძო კლინიკებს, რომ თავად შემოიტანონ ტესტები საქართველოში?

წაიკითხე მეტი

22:49 23.3.2020

საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელი ბინას ვეღარ გაგიყიდით

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო და კერძო აღმასრულებელებს სადავო ქონების გაყიდვა ან გაყიდული ქონებიდან პირთა გამოსახლება ეზღუდებათ. ეს შეზღუდვა მათ მთავრობის დადგენილებით დაუწესდათ.

ამავე დადგენილებით, მოვალეს არ ჩამოეჭრება თანხა ანგარიშიდან, ხელფასიდან, პენსიიდან ან სხვა შემოსავლიდან.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე აღმასრულებელებს კერძო პირების ქონებაზე აღარ აქვთ ყადაღის დადების უფლება. აღმასრულებელს უფლება აქვს მხოლოდ მოვალის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. იურიდიული პირების შემთხვევაში კვლავ შესაძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება.

22:13 23.3.2020

21:20 23.3.2020

როგორ იმუშავებს რესტორნები და "საჭმლის გამოძახების" სერვისები საგანგებო მდგომარეობის დროს

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 21 აპრილამდე რესტორნებისა და "საჭმლის გამოძახების" არ უქმდება, თუმცა მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. მათი ვალდებულებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია გაწერილი.

რესტორნებს ეკრძალებათ სტუმრის ადგილზე გამასპინძლება. შესაძლებელია მხოლოდ მზა საჭმელის ადგილზე მიტანა, ან კლიენტებისთვის პროდუქტის შენობაში შეუსვლელად მიყიდვა ე.წ. დრაივი.

სურსათის მწარმოებელი დაწესებულებების ვალდებულება

  • თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; ხელები დაიბანონ თხევადი საპნით, გაიმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით, შემდეგ კი დაიმუშავონ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით;
  • უფრო ხშირად გარეცხონ და დეზინფექცია (შესაბამისი კონცენტრაციით) გაუკეთონ იმ ზედაპირებს, რომელზეც ამზადებენ სურსათს;
  • სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პერსონალი. ყურადღება მახვილდება ხველაზე, სუნთქვის უკმარისობასა და მაღალ ტემპერატურაზე.

მიტანის სერვისის მქონე კომპანიების ვალდებულება

  • სერვისის მიმწოდებელი პერსონალმა უნდა ატაროს პირბადე და ხელთათმანები, დაიცვან სოციალური დისტანცია (არანაკლებ ორი მეტრი);
  • სურსათი მზადდება ერთჯერად ტარაში, მრავალჯერადი კონტეინერები ირეცხება და ყოველი გამოყენების შემდეგ უკეთდება დეზინფექცია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG