Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
19:26 26.3.2020

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი მოათავსეს

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განმარტებით, ბავშვი ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი მორიგი შემთხვევაა და იგი ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ბავშვის ბებია და ბაბუა არიან ინფიცირებულები:

„თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად," - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა. ექიმის თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​ამავე საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, უტარდება კვლევები და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა.

18:56 26.3.2020

კორონავირუსის გამო სახლში გამოკეტილი ამბროლაურელი ბავშვები ასე ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

18:55 26.3.2020

▪️ როგორ დავამზადოთ სადეზინფექციო საშუალება?
▪️ Dezinfeksiyaedici vasitə necə hazırlanır?
სადეზინფექციო საშუალების მომზადების ინსტრუქცია აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა საინიციატივო ჯგუფმა “სალამმა”.

18:54 26.3.2020

ჩაკეტილი ზონა - დღე მეოთხე

საზღვრებჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისში ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებენ. სოფლებში დადის მანქანები ხმოვანი გამაფრთხილებლებით - მოსახლეობას რამდენიმე ენაზე აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხის შესახებ. სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ. აფთიაქებში, აქაც, სხვა ქალაქების მსგავსად, ნიღბების და სპირტის დეფიციტია. ზოგიერთ სოფელში მოხალისეებმა თავად დაიწყეს პირბადეების კერვა. მაღაზიების ვიტრინებზე კორონავირუსისგან თავდასაცავად გამაფრთხილებელი პლაკატები მიაკრეს. ოჯახებს სამედიცნო ბრიგადები ამოწმებენ.

კარანტინი გრძელდება.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG