საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ - 242
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 233-დან 242-მდე გაიზარდა.
ოთხით გაიზარდა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 60-ს მიაღწია.
COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი
საქართველოში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი, მათ შორის, 2 წლის ბავშვი. ამის შესახებ განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა კლინიკის წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი რჩება.
საერთო ჯამში, საქართველოში გამოჯანმრთელდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 56 ადამიანი. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვია 233. COVID-19-ით გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ეზუგბაია: საქართველოში წარმოებული პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს წვეთოვანი ინფექციისგან
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში წარმოებული პირბადეებს აფასებს.
„ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე და ერთ ჟურნალისტს უკეთია. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისა და ასევე COVID -19-სგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე არ არის საშიში“, - თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
კორონავირუსი არ დაუდგინდა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს
„სამივეს პასუხები უარყოფითია. ჩვენთან ერთად, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ კიდევ 17 პირს არ დაუდასტურდა [კორონავირუსი]“, - წერს „ფეისბუკზე“ „ტვ პირველის“ რეგიონული კორესპონდენტი ნატო გოგელია. ტელეარხის ჟურნალისტთან ერთად კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს ოპერატორსა და მძღოლს, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
საქართველოში ჯერ კორონავირუსით ჟურნალისტის ინფიცირების შემთხვევევა არ დადასტურებულა. თუმცა ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო „მთავარი არხის" ჟურნალისტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდეა გაზრდილი. მათგან 54 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.