საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა
საქართველოში 300-დან 306-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.
განახლებული მონცემები 15 აპრილს, დაახლოებით 10:20 საათზე გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 306 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 69. გარდაცვლილია 3.
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ბოჭორიშვილის კლინიკასთან.
საქართველოში COVID-19-ის 300 დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელებულია 69 პირი.
13 აპრილის დილიდან 14 აპრილის დილამდე ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოსთვის რეკორდული იყო - ზრდამ 30 შეადგინა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.
"თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ღონისძიებები, ქვეყანა სულ რაღაც ორ-სამ თვეში დადგება ეკონომიკური კატასტროფის წინაშე"
ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავა რეკომენდაციები და მათი სწრაფად შესრულების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა. რეკომენდაციების ჩამონათვალშია რიგი გადასახადების (საშემოსავლო დაქონების გადასახადების, საპენსიო შენატანის) შეჩერება 6 თვით და დღგ-ს გადახდის გადავადება პროდუქციის განბაჟებიდან მისი რეალიზაციის ეტაპამდე.