Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
01:49 17.4.2020

პანდემიის გავრცელების პროცესში როგორ შეიცვალა რიტორიკა - “ჩვენთან განმეორდება იტალია”

იქამდე სანამ ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში გავრცელდებოდა და როდესაც უკვე რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაც დაფიქსირდა, ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებას ამშვიდებდა და ოფიციალური პირების საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო ახალ კორონავირუსს მცირე დანაკარგებით გადაიტანდა/ ახლა საუბარია პერსონალის სიმცირეზე, ინფიცირებულების რიცხვის სწრაფ ზრდაზე და არასაკმარის რესურსებზე. იმაზე , რომ მითითებების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დანაკარგი იყოს ისეთივე მძიმე როგორს იტალიაში. რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რიტორიკა, არსებობს გამოსავალი?

წაიკითხე მეტი

01:47 17.4.2020

როგორ ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლება-საპატრიარქოს შეთანხმებას

ახალი კორონავირუსის პანდემიის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის და COVID-19-ის მასშტაბური გავრცელების რისკის მიუხედავად, 2020 წლის აღდგომის დღესასწაული საქართველოს ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით აღინიშნება. ადამიანები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივლენ და იქ დილის 6 საათამდე დარჩებიან. დიდ ტაძრებში ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ, პატარებში მრევლი ეზოში იქნება. ასეთი შეთანხმება შედგა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც კორონავირუსის.

წაიკითხე მეტი

14:25 16.4.2020

გამყრელიძე: ნუ წახვალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი იმიტომ, რომ მეტი გადავრჩებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ წავიდნენ აღდგომის ღამეს ეკლესიებში. მოწოდება მან რუსთავი 2-ის ეთერიდან გაავრცელა.

"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების გაკეთება, არ წახვიდეთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან... ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმით. ილოცებენ ჩვენი მამაოები. ჩვენ ვიქნებით პირნათელი ქვეყნის და ღმერთის წინაშე. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან... გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება", - თქვა მან.

მისი თქმით, ამ ტიპის მოწოდება პირველად გააჟღერა. მანაც ისაუბრა, რომ თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს სამედიცინო სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

11:57 16.4.2020

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, covid-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზომიერი მატების შემთხვევაში ქვეყანაში რყევები არ იქნება:

„ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად რაღაცა კიდევ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება, ასე ვფიქრობ და თქვენ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საჭიროა ყველა იმ შეზღუდვის დაცვა, რაც ქვეყანაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გამოცხადებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG