02:36
17.4.2020
ადამიანის სიცოცხლის დაცვა უალტერნატივოა: სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილის მიმართვა მორწმუნეებს
სასულიერო პირებისა და თეოლოგთა ნაწილი მორწმუნეებს საგანგებო, მათი თქმით, მანუგეშებელი წერილით მიმართავს და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. “უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა“ - წერენ მიმართვის ავტორები.
02:02
17.4.2020
„დარჩეთ სახლში. რესურსები, რაც ჩვენ გვაქვს (ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ), მოგვეცით შანსი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ პროცესების სწორი მართვისთვის“, - ამბობს აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი.
01:59
17.4.2020
სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 76 ადამიანი
01:56
17.4.2020
ირაკლი ჩიქოვანის, ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ბრიფინგი