Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:34 21.4.2020

მარინა ეზუგბაია: მოსალოდნელი პიკის ეკლესიის სეგმენტთან დაკავშირება არასწორია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საქართველოში კოვიდ-19-ის მოსალოდნელი პიკის ერთ რომელიმე სეგმენტთან დაკავშირება არასწორია. კითხვაზე იზიარებს თუ არა ეპიდემიოლოგების რჩევას, რომ თვითიზოლაციაში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ, მან განაცხადა:

„ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. ჩემთვის ეხლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ეჭვი, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

„ეს შეეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტს“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

10:25 21.4.2020

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 402-დან 408-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 95 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი.

21 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561.

01:53 21.4.2020

"...პლაქველინს ვიღებ, რომლის დოზაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე დღეა, აქ ვარ, შემიმცირეს. პირველ დღეს 2 აბი მქონდა, ახლა 1 აბს ვსვამ. კიდევ ერთ წამალს ვსვამ, რომელმაც კუჭი უნდა დაიცვას გაღიზიანებისგან და ერთი ნემსი მიკეთდება მუცელში, ისიც კუჭის დასაცავად... თუ ჩემნაირ, ასიმპტომურ ინფიცირებულებს არ გამოავლენენ, სულ იარსებებს უკონტროლო გადაცემის საფრთხე..." - ინტერვიუ COVID-19-ით ინფიცირებულთან.

01:52 21.4.2020

„ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ." - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG