Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
21:23 24.4.2020

11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას

თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ და ის საქმიანობები დავგეგმოთ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უკვე თვეზე მეტია შეზღუდული გვაქვს. იქნება ეს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონში სტუმრობა, ტანსაცმლის შეძენა, ავტომობილის გარეცხვა თუ ა.შ.

წაიკითხე მეტი

18:38 24.4.2020

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა კიდევ 18 ადამიანი

სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 431-ს შეადგენს, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 132 და24 აპრილის, დაახლოებით 10:30 საათის მონაცემებს 18-ით აღემატება. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 888, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

16:09 23.4.2020

საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანი განიკურმა

საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქყვენდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევაა. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

10:43 23.4.2020

კორონავირუსის გამო სრული კარანტინის ზონებს იმერეთის სოფელი დაემატა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დღეს დილიდან ჩაიკეტა და სრული კარანტინის ზონად გამოცხადდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი.

22 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა ამ სოფლის კიდევ 4 მცხოვრებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და COVID-19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. პაციენტები სამკურნალოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, ღვანკითში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ღვანკითის მისასვლელებთან მოეწყო 5 საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება. მოსახლეობას ღვანკითის დატოვების უფლება არ აქვს.

სოფელში მასობრივი თერმოსკრინინგი დღეიდან დაიწყება და მას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაატარებს. ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, დღემდე სრული კარანტინი გამოცხადებული იყო მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG