ფერმერები ამბობენ, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა თითქმის ყველა მწარმოებელი დააზარალა და ისინი ბანკიდან აღებული აგროსესხების გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ.
🔸 საქართველოში ოთხი დიდი ქალაქი გახსნეს ორი დღით. ამ ქალაქებში შესვლა და ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით შეიძლება, თუმცა რუსთავის ბლოკ-პოსტებზე ამის გადამოწმება, უმეტესწილად, არ ხდებოდა.
🔸 საღამოს იმატა მანქანების ნაკადმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. ოთხივე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება.
ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. მათ კლინიკაში მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტები ხვდებიან. შედარებით მსუბუქი ფორმით დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ასე იმკურნალა თავადაც, როცა ვირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ კლინიკაში დაინფიცირდა. ხუთი დღე მკურნალობდა სახლის პირობებში და მაღალი ტემპერატურის ბოლო ეპიზოდიდან 72 საათში ისევ დაუბრუნდა კლინიკას.
ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან 👇
ქუთაისის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, რომ ჯერ არ იციან, მოახერხებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას 29 აპრილის შემდეგ, როცა ქალაქი ისევ, ჯერჯერობით გაურკვეველი დროით დაიკეტება.