დაბალანაზღაურებადი ექთნები კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანმრთელობას რისკავენ
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფის, ექთნების შრომა კიდევ უფრო დატვირთული და დაძაბული გახდა. ზოგიერთი მათგანი კლინიკაში რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა რჩება და გადაბმულად მუშაობს. ცვლის დასრულების შემდეგ კი სახლის ნაცვლად კარანტინში მიდის. ასობით ექთანს თვეებია, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები არ უნახავს.
თამარის კორონა - პაციენტის გზა, პალატა #439 და სტიგმა, რომელსაც ვერ გადაურჩა
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ბოჭორიშვილის კლინიკასთან.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა
გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 517-დან 539-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული მონაცემები 30 აპრილს 10:20 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
საერთო ჯამში 539 დადასტურებული შემთხვევიდან 178 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.
30 აპრილის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.