ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ის ორ-სამ-კვირიანი პერიოდი არ გასულა, რომელსაც ის აანონსებდა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელდა პაციენტი #5

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გამოჯანმრთელდა პაციენტი # 5, რომელსაც ორთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ბოლო დრომდე სუსტად გამოხატული ინფიცირება ჰქონდა.
აღნიშნული პაციენტი, რომელიც იტალიიდან 1 მარტს დაბრუნდა, სამსახურში თათბირზე მისვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანის დაინფიცირების წყარო გახდა. მათ შორის იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე.
ნიკოლოზ გამყრელიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ პაციენტ #5-ის გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივება შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო მისი სტრესით, რადგან იგი მომხდარში თავს იდანაშაულებდა.
გასულ 24 საათში, საქართველოში 593-დან 604-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, გარდაიცვალა - 9.
საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი
გასულ 24 საათში, საქართველოში 223-დან 240-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული ინფორმაცია 5 მაისს 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
სულ დადასტურებულია კორონავირუსის 604 შემთხვევა. მათგან 9 გარდაიცვალა. 240 უკვე გამოჯანმრთელებულია.
5 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4887 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500.
რატომ გვყავს 70-ზე მეტი COVID-ინფიცირებული ექიმი და ექთანი?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავისურით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან, კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.