Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა
საქართველოში 6-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის COVID-19 საქართველოში 275-მა ადამიანმა დაამარცხა.
გასული 24 საათის შედეგებით, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი საქართველოში ერთით აღემატება ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელს. კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტრუდა.
stopcov.ge-ს თანახმად, 7 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი თებერვლიდან დღემდე დადასტურებული აქვს 615 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 275, გარდაცვლილია 9.
1800 ტესტი, 6 ინფიცირებული და ყველაზე ბევრი გამოჯანმრთელებული - რას ნიშნავს?
კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.
11 მაისიდან, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პირებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უთხრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექიმს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი აქვს.