ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ აქვეყნებს.
მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას თქმით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით 22 ადამიანია ინფიცირებული. მისი განმარტებით, ყველა გადაყვანილია ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 14 ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან დაბრუნებული სტუდენტია. 7 მოქალაქე ვლადიკავკაზიდან ჩავიდა და ერთი სამხედრო მოსამსახურეა. გაგლოევას ინფორმაციით, ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებსა და სასტუმრო „ალანში“, კარანტინში 276 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი - 43.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პირველად 6 მაისს გამოვლინდა.
10 მაისი: დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 12
10 მაისს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 635-ს მიაღწია.გამოჯანმრთელდა დამატებით 12 ადამიანი, სულ - 309.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3;
- კოვიდინფექციით გარდაცვლილია 10 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 626 გახდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა - მონაცემები ეყრდნობა პანდემიის პირობებში შექმნილ მთავრობის ოფიციალურ გვერდს Stopcov.ge.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების კვლება შეინიშნება.
9 მაისის დილის 11 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.
კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების შემდეგ, გარდაიცვალა 10 ამ ვირუსის მქონე ადამიანი.