Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
00:01 14.5.2020

როდის მოვა შენი ნომერი ავტობუსი? ანუ როდის გამოჩნდება მუნიციპალური ტრანსპორტი

ღამის ცვლის მორიგე იყო სტელა, ცნობა რომ მივიდა მეტროში, დილით მგზავრები აღარ შემოუშვათ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებაო. 31 მარტს, გამთენიისას, სტელამ და მისმა თანამშრომლებმა, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ კარს ბოქლომი დაადეს. მას შემდეგ ზუსტად თვენახევარი გავიდა.

წაიკითხე ვრცლად

23:58 13.5.2020

„რომ გითხრათ, რომ კარი შემოგვინგრიეს, მოგატყუებთ“ - რა პირი უჩანს ვაჭრობას?

მაღაზიებს რიგები უდგათ, მაგრამ ეს რიგები მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციის გამოა წარმოქმნილი. სავაჭრო ქსელში, სადაც სარემონტო საშუალებები იყიდება, ვერ ამბობენ, როგორი იქნება ვაჭრობა უახლოეს მომავალში. კომპანიის წარმომადგენელი ნუცა იმნაძე რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ კლიენტები არიან, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე იყვნენ.

წაიკითხე ვრცლად

23:56 13.5.2020

"რატომ არ არის COVID-19 გავრცელებული კახეთში, რაჭასა და გურიაში?" - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცენტრის ხელმძღვანელების მშობლიური მხარეების შესახებ იხუმრა.

23:55 13.5.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან გარდაბანი და რუსთავი იხსნება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG