საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა. კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ოსური მედია იტყობინება.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. ამათგან, ერთი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, მეორე კი, ქალი, რომელიც რუსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და უკან დაბრუნდა. კარანტინის რეჟიმში 149 ადამიანი იმყოფება, კერძოდ, ცხინვალის რაიონში - 116, ხოლო დანარჩენი 33 მოქალაქე - ზნაურის რაიონში.
"ყველა პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს", - თქვა კოჩიევამ.
დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 6 მაისს დაფიქსირდა. ამ დრომდე ჯამში 37 პირს დაუდგინდა ვირუსი.
24 მაისი: დადასტურდა ახალი კორონავირუსის მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა
24 მაისის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 730 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია - ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე - საკარანტინო სივრციდან.
გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი, საერთო ჯამში კი - 52
კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ხუთით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509 პაციენტს შეადგენს.
ამჟამად კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 207 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტი არსებულ დაავადებულთა კონტაქტს წარმოადგენს. ორი პაციენტი კი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ამჟამად არცერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.