Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:33 20.8.2020

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1370-მდე გაიზარდა.

09:09 20.8.2020

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა აქვთ და დახმარება მოხალისეებს სთხოვა.

14:02 15.8.2020

ქობულეთში COVID 19-ის შემთხვევა დადასტურდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას - პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის ტემპერატურის მატება, დაავადება ცხელების კლინიკაში დაუდასტურდა. ამჟამად მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირის შემოწმების პროცესი.

„ეპიდკვლევით განისაზღვრა მისი ახლო კონტაქტები და შეფასდა რისკები. შედეგად, 15 პირი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში და 53 პირისგან მოხდა ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის. კვლევის შედეგები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი“ - აცხადებს ეფაძე.

მისი განმარტებით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ადგილობრივი მკვიდრი არ არის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1321-ს შეადგენს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 188-ს გაუტოლდა.

ამასთან, სამკურნალო ცენტრებში კვლავაც რჩება 216 პაციენტი. აქედან კრიტიკულია 6 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო კიდევ 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

15:04 9.8.2020

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1 225-ს გაუტოლდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში 4 ადამიანი განიკურნა, ჯამში კი ეს რიცხვი 1 000-ს გაუტოლდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG