Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:56 12.9.2020

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41

21:47 11.9.2020

რატომ არის საქართველოში კარანტინი დისკრიმინაციული და უსამართლო

საქართველოს მთავრობა თანდათან ამცირებს ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის ხანგრძლივობას. სულ რამდენიმე კვირის წინ კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12 დღემდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში წამოწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად მიიღო. საპროტესტოსთან ერთად საინფორმაციო კაპმანია კარანტინის სისტემის დისკრიმინაციულ შინაარსს აკრიტიკებს. ჩანასახის სტადიაზე არსებული სამოქალაქო პროტესტი ფეისბუკჯგუფითა და პეტიციის ხელმოწერების შეგროვებით, რომლის მონაწილეც გარემოებათა გამო მეც აღმოვჩნდი.

წაიკითხე მეტი...

21:45 11.9.2020

ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა

ე.წ. პედაგოგების კლასტერი გაფართოვდა ქუთაისში. 11 სექტემბერს საღამოს მონაცემებით, კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა COVID - 19 და ინფიცირებულთა რაოდენობამ 36-ს მიაღწია. პაციენტები ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგების ახლობლები და ნათესავები არიან. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, „ახლად გამოვლენილი შემთხვევების ყველა კონტაქტი და პირველწყარო ცნობილია“.

შალამბერიძის განცხადებით, დასრულდა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პერსონალის კვლევა და ყველა პასუხი უარყოფითია. კლინიკის რეანიმაციის ექიმს კორონავირუსი გეგმური შემოწმებისას დაუდასტურდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, 11 სექტემბრის დილიდან ქუთაისის ბულვარში გაშლილ კარავში განთავსებულ ლაბორატორიას PCR-კვლევისთვის 300-მდე ადამიანმა მიმართა. კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელის დადასტურების შემდეგ მოქალაქეთა უფასო ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ.

ქუთაისში 11 სექტემბრის დილის მონაცემებით დადასტურებული 28 შემთხვევიდან კი 20-ზე მეტი სკოლის პედაგოგია.

17:22 11.9.2020

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG