Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
15:45 21.9.2020

თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას

თბილისში შესაძლოა, კორონავირუსის უფასოდ შესამოწმებლად კარავი დაიდგას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს და ინფორმაციას თავადვე გაავრცელებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო უფასო ტესტირებისთვის კარვები ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.

საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს სცდება. საქართველოში ვირუსი ბოლო 10 დღეში 1 500-ზე მეტ პირს დაუდგინდა.

15:44 21.9.2020

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა და კოვიდ-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან ყველაზე მეტი, 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, 2 თბილისში და ერთიც სამეგრელოში.

რაც შეეხება სტატისტიკას ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 10-დან 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 შემთხვევა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 შემთხვევა კი დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

რაც შეეხება დანარჩენ 3 შემთხვევას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შსს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში და 1-იც გამოუვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ტესტები აუღეს. შენობებს კი, სადაც ეს პირები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, უკვე ჩაუტარდათ სრული დეზინფექცია.

შსს იტყობინება, რომ 13-ვე ინფიცირებულს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 193 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1534. COVID-19-ით გარდაცვლილია 20 ადამიანი.

15:42 21.9.2020

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა "ოქროს ბირჟას" უკავშირდება

ბოლო 24 საათში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა. სულ ტესტირებული იყო 620 პირი. ახალი შემთხვევების რაოდენობით, იმერეთი მეორე ადგილზეა აჭარის (92) შემდეგ.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძემ მედიას უთხრა, რომ რეგიონში ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე „ოქროს ბირჟას“. ამ ობიექტის 5 თანამშრომელს კორონავირუსი 18 სექტემბერს დაუდგინდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, „ოქროს ბირჟის“ ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტის მქონე ყველა პირი დადგენილი და გამოკვლეულია. ნაწილი იზოლაციაში, ნაწილი კი - კარანტინში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია იმერეთში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევის პირველწყარო. მიუხედავად ამისა, შალამბერიძის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კვლევები გრძელდება.

ბოლო ორ კვირაში, იმერეთში კორონავირუსის 150-მდე შემთხვევაა. 21 სექტემბრის დილის მონაცემებით, იმერეთის კოვიდცენტრებში მკურნალობენ 258 პაციენტს. მათი ნაწილი სხვადასხვა რეგიონიდან გადმოიყვანეს.

ერთ-ერთი კოვიდცენტრის, ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ პაციენტი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი ქალი, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 21 სექტემბერს.

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 193 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1534. COVID-19-ით გარდაცვლილია 20 ადამიანი.

15:41 21.9.2020

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG