11:29
29.9.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
მონაცემები დაახლოებით 10:40 საათისთვის განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-მდე გაიზარდა.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.
20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი.
11:14
29.9.2020
კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარიდანაა
11:03
29.9.2020
საქართველოში 270-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
11:02
29.9.2020