ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი. 60 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტი იყო.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის ქალი, ხოლო ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 69 წლის მამაკაცი. ექიმების ინფორმაციით, მათ მძიმე თანმდევი დაავადებებიც ჰქონდათ.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.
თამარ გაბუნია: უსიმპტომო პაციენტებს გამოჯანმრთელებულის სტატუსი 10 დღეში ენიჭება
რას ჰყვებიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც სახლში მკურნალობენ
კორონავირუსით ინფიცირებული 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაში სახლში მკურნალობს. ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ შეიმუშავა და პრაქტიკაში პირველად ბათუმში გამოიყენა. პროტოკოლის მიხედვით, პაციენტებს, რომელთა კორონავირუსიც მსუბუქად მიმდინარეობს და, ამასთან, იზოლირების შესაძლებლობა აქვთ, მკურნალობის სახლში გაგრძელება შეუძლიათ. სამედიცინო კონტროლი და ექიმის მეთვალყურეობა კი ონლიან რეჟიმში იწარმოებს.
რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე პირველ პაციენტს, რომლებიც კოვიდ-19-ს სახლში მკურნალობენ.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა