Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:51 6.10.2020

საქართველოში მცირედით იკლო კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 შემთხვევაა, რაც წინა ორ დღესთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

1 ოქტომბერი - 448;

2 ოქტომბერი - 453;

3 ოქტომბერი - 471;

4 ოქტომბერი - 554;

5 ოქტომბერი - 578;

6 ოქტომბერი - 549.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9245-მდე გაიზარდა.

10:44 6.10.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

09:44 6.10.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში 15-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანის ინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა.

აპრილიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1765 შემთხვევა, მათგან 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

00:17 6.10.2020

ცერცვაძე გადადგომის მცდელობას მთავრობის წევრებთან დაპირისპირებას არ უკავშირებს. მისი თქმით, არც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილების შეცვლაზე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG