საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი კორონავირუსის გავრცელების დინამიკას საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
"ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ეს 59 მილიონი კი არ არის, სამჯერ მეტია", - თქვა მან.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირება განპირობებულია იმით, რომ ბოლო სამი, უქმე დღის განმავლობაში ტესტირების რაოდენობა შემცირებული იყო.
საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 7363 საწოლიდან კოვიდინფექციის სამკურნალოდ 5952 გამოიყენება, მათგან 5741-ზე პაციენტია განთავსებული.