13:39
8.4.2020
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.
13:40
8.4.2020
პირდაპირი: კომენტარები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
17:55
8.4.2020
პირბადეების დეფიციტი - რა შეცვალა ფორსმაჟორმა
COVID-19-თ გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო მასალების დეფიციტი შექმნა, მათ შორის საქართველოშიც. სააფთიაქო ქსელებიდან ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაქრა დამცავი პირბადეები, რის გამოც პირბადეების საყოველთაო გამოყენების რეკომენდაცია ძნელად შესასრულებელი გახდა.
18:09
8.4.2020
დახურული ბაზრები და თვითდასაქმებულთა მდგომარეობა
გორში აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა, ასობით თვითდასაქმებული ადამიანი კი შემოსავლის გარეშე დარჩა. ბაზრების მოვაჭრეები ახლა მთელ დღეებს სახლში ატარებენ და იმაზე ფიქრობენ, რამდენ ხანს შეინახება საწყობებში დარჩენილი მათი პროდუქტები. მალფუჭებადი პროდუქტები მალე გადასაყრელი გახდება. ნანი გელდიაშვილს საწყობში ხილ-ბოსტნეული აქვს შენახული. მისი თქმით, პროდუქტი დიდხანს ვერ გაძლებს და ზარალს ზარალი დაემატება.