ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას სკეპტიკურად უყურებს - რას შეცვლის ეს
საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 19 დღით, 10 მაისამდე გაახანგრძლივოს. წინა, უპირობო მხარდაჭერისგან განსხვავებით, ახლა ოპოზიცია ხელისუფლებას ამ ღონისძიების აუცილებლობის დასაბუთებას სთხოვს. ოპოზიციურს ფრაქციებს ახლა უკვე აქვთ გამოცდილება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლება ანგარიშვალდებულებით არ გამოირჩეოდა.
"ეს არ არის ის საკითხი, რომლის გადადებაც ღირს. იგივეა, სასწრაფო დახმარება გყავდეს, რომელსაც არ ექნება საწვავი, არ ეყოლება მძღოლი..."
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ მიმართავენ მთავრობას, რომ მან აღმოფხვრას სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყოს სამსახურებრივი საჭიროებისათვის მათი უსაფრთხო გადაადგილება.
"თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ღონისძიებები, ქვეყანა სულ რაღაც ორ-სამ თვეში დადგება ეკონომიკური კატასტროფის წინაშე"
ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავა რეკომენდაციები და მათი სწრაფად შესრულების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა. რეკომენდაციების ჩამონათვალშია რიგი გადასახადების (საშემოსავლო დაქონების გადასახადების, საპენსიო შენატანის) შეჩერება 6 თვით და დღგ-ს გადახდის გადავადება პროდუქციის განბაჟებიდან მისი რეალიზაციის ეტაპამდე.
საქართველოში COVID-19-ის 300 დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 300 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელებულია 69 პირი.
13 აპრილის დილიდან 14 აპრილის დილამდე ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოსთვის რეკორდული იყო - ზრდამ 30 შეადგინა.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.