Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
01:47 17.4.2020

როგორ ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლება-საპატრიარქოს შეთანხმებას

ახალი კორონავირუსის პანდემიის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის და COVID-19-ის მასშტაბური გავრცელების რისკის მიუხედავად, 2020 წლის აღდგომის დღესასწაული საქართველოს ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით აღინიშნება. ადამიანები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივლენ და იქ დილის 6 საათამდე დარჩებიან. დიდ ტაძრებში ორ მეტრიან დისტანციას დაიცავენ, პატარებში მრევლი ეზოში იქნება. ასეთი შეთანხმება შედგა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც კორონავირუსის.

წაიკითხე მეტი

01:49 17.4.2020

პანდემიის გავრცელების პროცესში როგორ შეიცვალა რიტორიკა - “ჩვენთან განმეორდება იტალია”

იქამდე სანამ ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში გავრცელდებოდა და როდესაც უკვე რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაც დაფიქსირდა, ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებას ამშვიდებდა და ოფიციალური პირების საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო ახალ კორონავირუსს მცირე დანაკარგებით გადაიტანდა/ ახლა საუბარია პერსონალის სიმცირეზე, ინფიცირებულების რიცხვის სწრაფ ზრდაზე და არასაკმარის რესურსებზე. იმაზე , რომ მითითებების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დანაკარგი იყოს ისეთივე მძიმე როგორს იტალიაში. რატომ შეიცვალა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რიტორიკა, არსებობს გამოსავალი?

წაიკითხე მეტი

01:51 17.4.2020

Covid-19-ის აპლიკაცია - პასუხები მთავარ კითხვებზე

16 აპრილს საქართველოში Covid-19-ის პრევენციისთვის ახალი აპლიკაციის, STOP COVID-ის, პრეზენტაცია შედგა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, აპლიკაცია საშუალებას იძლევა შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტში მყოფი პირების დროული ინფორმირებით.

წაიკითხეთ მეტი

01:52 17.4.2020

გამოსვლის ძიებაში: სად როგორ რბილდება შეზღუდვები

საქართველო 21 მარტიდან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში ცხოვრობს - პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები კი, რაც სახლიდან მუშაობას და სოციალური დისტანციის დაცვას ნიშნავს, უფრო ადრე დაწესდა. მთავრობას უნდა, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს - ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას და ბიუჯეტს ითხოვს.

წაიკითხე ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG