Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
01:41 18.4.2020

აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თვითიზოლაცია - 3 დედის გამოცდილება

“უკვე ორი თვეა თერაპია შეუჩერდათ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს. 2 თვე ისეთი უკუსვლაა, განსაკუთრებით რამდენიმე შემთხვევაში,რომ შეიძლება მერე ორი წელი აღარ ეყოს გამოსწორებას. ბავშვებს, რომელთაც ბევრი მოძრაობა, ჰაერი, ათასგვარი თერაპია, შთაბეჭდილება, რესურსი სჭირდებათ, კედლებს რომ აწყდებიან სივრცის ნაკლებობის გამო, ათასგვარი დამატებითი პრობლემა წარმოეშვათ, სახლში ჰყავთ მშობლებს გამოკეტილი და როგორი სირთულეა მშობლებისთვის, მაგას აღარ ვიტყვი. რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი? რამდენხანს ვეღარ მიიღებენ მათთვის ჟანგბადივით აუცილებელ თერაპიას ეს ბავშვები და საერთოდ, როგორ ანაზღაურდება ეს დაკარგული დრო.”- წერს "ფეისბუკ" გვერდზე 9 წლის გიორგის დედა, პოეტი და მთარგმნელი დიანა ანფიმიადი.

წაიკითხე ვრცლად

01:43 18.4.2020

ტრანსგენდერი ქალები ქუჩაში დარჩენის შიშით: „კარავს გავშლი. თუ დამიჭერენ, ქირაზე მაინც არ ვიფიქრებ"

დღეს არც ერთი მათგანი არ მუშაობს.

ერთადერთი, რისი კეთებაც საქართველოში ტრანსგენდერი ქალების 90%-ს შეუძლია, სექს-მუშაკის სამსახურია. თითქმის ყველა ცხოვრობს ქირით. ყველა თავისი ნებით ან იძულებით არის წამოსული საკუთარი ოჯახიდან.

ისინი ცხოვრობდნენ ყოველდღიურად ნაშოვნი ფულით. დღეს - მათ აღარც დანაზოგი აქვთ, არც ახალი შემოსავალი. ერთადერთი იმედი მათ მიმართ სოლიდარულად განწყობილი ხალხი და მათივე მეგობრებია. მაგრამ ყველას დახმარების რესურსი იწურება. ისინი კი ყოველდღე უახლოვდებიან ქუჩაში დარჩენის რეალურ საფრთხეს.

წაიკითხე ვრცლად

01:44 18.4.2020

მრევლით თუ მრევლის გარეშე - ვინ რა გადაწყვიტა და რატომ?

კორონავირუსის გავრცელების სწრაფი მაჩვენებლებისა და საგანგაშო პროგნოზების მიუხედევად, საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და, ჩანს, რომ ხალხმრავალი სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ემზადება. თუმცა 15 აპრილს გამოცხადებული შეთანხმება არ გაიზიარა ბევრმა - ეპარქიებისა და ცალკეული სასულიერო პირების ნაწილმა ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ბევრმა მრევლისთვის სააღდგომო ზიარება 19 აპრილის დილისთვის გადადო. 15 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი დათმობის მიუხედავად, ეკლესიაში მაინც განაწყენებული დარჩნენ ხელისუფლებაზე.

წაიკითხე ვრცლად

01:46 18.4.2020

არტისტები VS კარანტინი - ნიკა ქუთათელაძე

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG