Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:45 19.4.2020

საქართველოში კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული.

18:39 19.4.2020

"შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით, გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

21:59 19.4.2020

კარანტინის რეჟიმში საქართველოში ამჟამად იმყოფება 5094 ადამიანი.

10:12 20.4.2020

ლევან რატიანი: ბევრი მშიშარა ექიმი წავიდა ჩვენგან, დარჩენილები უთოფო გმირები არიან

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ მათი კლინიკა შიშის გამო არაერთმა ექიმმა დატოვა. კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ თანამშრომლებზე რატიანმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ვისაც შეეშინდა, ბევრი წავიდა. ბევრი კათედრა გავიდა ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ პირობას ვდებ, მე თუ იქ დავრჩი და გადავრჩი, ვერავინ დაბრუნდება... ბევრი შეშინებული ექიმი წავიდა ჩვენგან და მშიშარა ექიმთან ურთიერობა ძალიან ძნელია... რო მოხვიდე ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრით, დამთავრებული კათედრის გამგით, როგორ გითხრათ, უთოფო გმირები არიან", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 394 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ პაციენტს მკურნალობს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG