ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე იქნება შეზღუდული

გადადგილების შეზღუდვა ორშაბათიდან მოიხსნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩოქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორიცელებას და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან უპასუხა ასევე ამ საკითხით უკმაყოფილო მოქალაქეთა პრეტენზიებსაც.
„ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადააგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას, გვინდა მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეზუდვა არ ეხება, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს არ ეხება საკვებ და სასურსათო სექტორში მომუშავე პირებს, ასევე ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლეს და ინფრასტრუტურული სამუშაოს განმახორციელებელ სუბიექტეს და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლეთა საქმიანობაც მათ შორის ეკონომიკური, დაშვებულია საგანგებო მდგომაროების ფარგლებში “,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ზრდით ახსნა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარყო, რომ აკრძალვა უკავშირდებოდა საპატრიარქოს უარს, მრევლის გარეშე ჩატარებულიყო სააღდგომო წირვა.
ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას, დისტრიბუციას და "მიტანის სერვისს".
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.
ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად, 31 მარტიდან მთავრობამ მოქალაქეებს ამცნო, რომ იქმნებოდა ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში მათთვის საშვებს გასცემდა.
მოგვიანებით, 17 აპრილიდან ქალაქში ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ნებართვა ამ შემთხვევაშიც ცხელი ხაზის - 144-ის საშუალებით უნდა მიეღოთ.
🔸 ქართველი ექიმები ამერიკიდან და საქართველოდან დაობენ იმაზე, რამდენად ეფექტურია პლაქვენილი გამოყენება ვირუსთან საბრძოლველად, მსოფლიო მედია წერს მის გვერდით მოვლენებზე, ქვეყნდება კვლევები, რომელიც ამბობს, პლაქვენილი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის.
🔸 20-21 აპრილს თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ამ წამლის გამოყენების საკითხის გადახედვა, დღის წესრიგში არ დგას.
🔸 და მაინც, რას შვრება პლაქვენილი?