23:23
27.4.2020
🔸 საქართველოში ოთხი დიდი ქალაქი გახსნეს ორი დღით. ამ ქალაქებში შესვლა და ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით შეიძლება, თუმცა რუსთავის ბლოკ-პოსტებზე ამის გადამოწმება, უმეტესწილად, არ ხდებოდა.
🔸 საღამოს იმატა მანქანების ნაკადმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. ოთხივე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება.
23:24
27.4.2020
ფერმერები ამბობენ, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა თითქმის ყველა მწარმოებელი დააზარალა და ისინი ბანკიდან აღებული აგროსესხების გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ.
23:26
27.4.2020
პირდაპირი: ამირან გამყრელიძისა და ხათუნა ზახაშვილის ბრიფინგი დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში.
23:27
27.4.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე თვის ათვლა 79 ინფიცირებულითა და 11 გამოჯანმრთელებული პაციენტით დაიწყო.
ნახეთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ⬇️