00:32
7.5.2020
ალექსანდრე მინდაძემ, რომელიც ონკოლოგიურ საავადმყოფოში დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელია, ხელფასი ბოლოს თვე-ნახევრის წინ, მარტის შუა რიცხვებში, მიიღო - ეს იყო 2019 წლის ივლისის თვის ანაზღაურების 10%.
ხელფასები დაგვიანებით გაიცემა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშიც.
00:33
7.5.2020
"...ერთ პალატაში რამდენიმე ადამიანს ათავსებდნენ, ეს რა კარანტინია? აკრძალვების მიუხედავად, ხალხი პანაშვიდებსა და გასვენებებზე დადიოდა და ადრე თუ გვიან ცხინვალში ეს მოხდებოდა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გულგრილობის შედეგი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო.
00:33
7.5.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექიმს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი აქვს.
00:34
7.5.2020
11 მაისიდან, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პირებს სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უთხრა.