ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ოსური მედია იტყობინება.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მარინა კოჩიევის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. ამათგან, ერთი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, მეორე კი, ქალი, რომელიც რუსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და უკან დაბრუნდა. კარანტინის რეჟიმში 149 ადამიანი იმყოფება, კერძოდ, ცხინვალის რაიონში - 116, ხოლო დანარჩენი 33 მოქალაქე - ზნაურის რაიონში.
"ყველა პაციენტი დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს", - თქვა კოჩიევამ.
დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 6 მაისს დაფიქსირდა. ამ დრომდე ჯამში 37 პირს დაუდგინდა ვირუსი.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა. კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
რა ზეგავლენას ახდენს COVID-კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე - რა პროცესები იხსნება და რა გზები იხერგება?
სტუმარი: ნიკა ჩიტაძე,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
პირდაპირი: ბრიფინგი ბოჭორიშვილის კლინიკიდან